• შაბ. ივლ 31st, 2021

ლეგიონერების დღე: ოქრიაშვილის გოლმა “ანორთოსისს” ვერ უშველა

კვიპროსი – კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონი რაუნდში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “ანორთოსისმა” ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ქეცაბაიას გუნდი სადაც არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ამჯერად გასვლაზე ლარნაკას “აეკ”-თან 2-1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გუშინდელ შეხვედრაში ანგარიში თორნიმე ოქრიაშვილმა გახსნა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა. განვლილ შეხვედრაში “ოქრიმ” სრულად ითამაშა,ა სევე სრულად გაისარჯნენ გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია, ბუბა დაუშვილი კი 85-ე წუთზე შეცვალეს. “ანორთოსისი” საჩემპიონო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. “აპოლონი” წარმატებულ სვლას განაგრძობს. გუნდმა ამჯერად ლიდეირ “ომონია” 1-0 დაამარცხეს, თუმცა ამ გამარჯვებაში მონაწილეობა არ მიუღია გუნდის ქართველ ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს. “აპოლონი” მეორე ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

ესპანეთი – ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი აბურჯანიას “კარტახენამ” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. აბურჯანიას გუნდმა უშუალო კონკურენტი “ალკორკონი” 2-1 დაამარცხა სამშვიდობო ზონას 2 ქულა აშორებს. აბურჯანია სათადარიგო იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.

ყაზახეთი – ყაზახეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში შოთა გრიგალაშვილის “კიზილჟარმა” 2-0 დაამარცხა ყარაგანდის “შახტიორი”. მასპინძელთა ქართველმა ნახევარმცველმა მინდორზე 80 წუთი დაჰყო და მე-40 წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, მისი გუნდი კი, 4 ქულით მეექვსე ადგილზეა. ამავე ტურში კიდევ ერთმა ჩვენებურმა ითამაშა – ელგუჯა ლობჯანიძის “ტობოლი” ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან ფრეს დასრჯერდა  (1-1). “ასტანას” წინააღმდეგ ქართველმა ცენტრფორვარდმა 69 წუთი ითამაშა. “ტობოლი” 5 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

დანია – დანიის პირველი დივიზიონის ფლეიო-ოფის რაუნდში ლაშა პარუნაშვილის “ესბიერგმა” გასვლაზე 3-1 დაამარცხა “ფრედერიცია” და ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვა, რითაც მესამე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა სუპერლიგაში გადასასვლელად 1-2 ადგილზე უნდა გავიდეს. პარუნაშვილმა განვლილ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მინდორზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.

პორტუგალია – პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში ავთო ებრალიძის “ლეიშოეში” გასვლაზე 2-1 დამარცხდა “ოლივეირენშესთან”. ებრალიძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ერთი ტაიმი ითამაშა. ქართველის გუნდი ცხრილის შუაში იმყოფება.

ავსტრია – “კაპფენბერგი” საშინაო არენაზე  მოულოდნელი ანგარიშით დამარცხდა “ჯუნიორსთან” (3-0). ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო ტურებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში განაცხადს მიღმა დარჩა.” კაპფენბერგი” 28 ქულით მე-7 ადგილზეა.

გერმანია – გერმანიის მესამე ლიგაში ლუკას ჰუფნაგელის “უნტერჰახინგი” გასვლაზე “ვიქტორია კიოლნს” დაუზავდა (1-1). ჰუფნაგელი განაცხადში არ იყო, “უნტერჰახინგი” კი 25 ქულით ბოლო ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.