აპრილი 17, 2024

დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში

,,მანჩესტერ სიტი” ,,დორტმუდს” შეხვდება.

,,ეტიჰად სტემიუმზე” გასამართ მატჩში ფავორიტად ხოსეპ გვარდიოლას ,,,სიტი” მიიჩნევა.

მანჩესტერელებს ყველა ფეხბურთელი მწყობრი ჰყავთ და მატჩს სრული მზადყოფნით ხვდებიან.

გერმანული კლუბს კი ტრავმირებული ფეხბურთელები ჯეიდონ სანჩო, აქსელ ვიტსელი, მარსელ შმერცელი, დენ-აქსელ ზაგადუ და იუსუფა მუკოკო ვერ დაეხმარებიან.

,,მანჩესტერ სიტი” ,,ბორუსიასთან” დაპირისპირებას მშვენიერი განწყობით ხვდება.
,,ქალაქელებმა” პრემიერლიგაში
,,ლესტერი” ფრანგ ბენჟამინ მენდისა და ბრაზილიელ გაბრიელ ჟესუსის გოლებით 2:0 დაამარცხეს და ინგლისის ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

,,დორტმუნდმა” კი ,,აინტრახტთან” 1:2 წააგო და მე-5 ადგილამდე დაქვეითდა.

,,სიტისა” და ,,დორტმუნდის” ურთიერთშეხვედრების განვლილ 5 მატჩში უპირატესობას გერმანული კლუბი ფლობს.

,,ბორუსიას” 3 მოგება გააჩნია.
ამ გუნდების ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ერთ შემთხვევაში კი ,,სიტიმ” წარმატებას დამატებით დროში მიაღწია.

ჩემპიონთა ლიგა 1/4 ფინალი
მანჩესტერი ,,ეტიჰად სტედიუმი”

,,მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) :
,,დორტმუნდი”
(გერმანია)

სავარაუდო შემადგენლობები:

,,მანჩესტერ სიტი” : ედერსონი; უოლკერი, სტოუნი, რუბენ დიასი, კანსელო; როდრი, გუნდოგანი; სტერლინგი, ბერნანდო სილვა, ფოდენი; დე ბრუინი
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

,,დორტმუნდი”: ჰიტცი; ჩანი, აკანჯი, ჰუმელსი, გერერო; დელანეი, ბელინგჰემი, დოუდი; აზარი, როისი; ჰალანდი
მთავარი მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი

მატჩი თბილისის დროის სტარტს 23:00 საათზე აიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *