• ოქტომბერი 19, 2021 6:08 am

,,რეალი”-,,ლივერპულის” წინააღმდეგ – ჩემპიონთა ლიგა სუპერმატჩით ბრუნდება

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართება.

მადრიდში, ,,ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ,,რეალი” ინგლისურ
,,ლივერპულს” უმასპინძლებს.

მადრიდელები მატჩს დანაკლისით ხვდებიან. წინასწარი ინფორმაციით ზიდანის განკარგულებაში კაპიტანი სერხიო რამოსი არ იქნება.
მის გარდა ტრავმირებულია დანი კარვახალი და ბელგიელი ფეხბუთთელი ედენ აზარი.

,,ლივერპულის” ლაზარეთში ვირჯილ ვან დეიკი, ჯო გომესი, ჯორდან ჰერდენსონი, კაომინ კელეჰერი, ჯოელ მატიპი და დივოკ ორიჯი იმყოფებიან. ისინი ესპანეთის დედაქალაქში არ არიან ჩასულები.

ორივე გუნდი შეხვედრას კარგი განწყობით ხვდება.
მათ საკუთარ ჩემპიონატებში მატჩები მოიგეს.

,,რეალმა” ,,ეიბარს” მარკო ასენსიოსა და ქარიმ ბენზემას გოლებით 2:0 სძლია.

,,ლივერპულმა” კი ,,არსენალი” დაიბრიყვა და 3:0 გაანადგურა.
მერსესაიდელებიდან დუბლი პორტუგალიელმა დიეგო ჟოტამ შეასრულა.
ერთი გოლი ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.

,,რეალი” და ,,ლივერპული” ერთმანეთს ისტორიაში 6-ჯერ შეხვედრიან.
3 მატჩი ესპანური გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.
3-ჯერ კი ,,ბიტლომანთა ქალაქის” კლუბმა მოიგო.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა.
ის დაპირისპირება ,,სამეფო კლუბმა” 3:1 მოიგო.
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში
,,რეალიდან” დუბლი უეკსელმა გარეთ ბეილმა შეასრულა. ერთი გოლი კი ქარიმ ბენზემამ მიითვალა.

,,ლივერპულიდან” კი სენეგალელი სადიო მანე გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგა 1/4 ფინალი
მადრიდი, ,,ალფრედო დი სტეფანო”

,,რეალი” (მადრიდი) :
,,ლივერპული (ინგლისი)

სავარაუდო შემადგენლობები:
,,რეალი”: კურტუა; ნაჩო, ვარანი, მენდი; ლუკას ვასკესი, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, მარსელო; ასენსიო, ბენზემა
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

,,ლივერპული”: ალისონი; ალექსანდრ არნოლდი, ფილიპსი, კაბაკი, რობერტსონი; ტიაგო, ფაბინიო, ვიინალდუმი; სალაჰი, ჟოტა, მანე
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

დღევანდელი დაპიროსპირება თბილოსის დროით 23:00 დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.