• კვი. აპრ 11th, 2021

,,ბარსელონამ” ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურში კატალონიურ ,,ბარსელონას” ,,ვალიადოლიდთან” მძიმე ბრძოლა გადახდა.

რონალდ კუმანის გუნდმა შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო.

გამარჯვების გოლი ფრანგმა ფორვარდმა ოსმან დემბელემ ურუგვაელ რონალდ არაუხოს პასით გაიტანა.

იქამდე ,,ვალიადოლიდი”  კაცნაკლული დარჩა.
79-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ოსკარ პლანი გააძევა.

,,ბარსელონამ” ამ გამარჯვებით 63 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გადავიდა.
კატალონიელები მტერ-მეტოქე ,,რეალს” 1 ქულით უსწრებენ, ხოლო ლიდერ ,,ატლეტიკოს” 2 ქულით ჩამორჩებიან.

,,ბარსელონა” 1:0 ,,ვალიადოლიდი”
90′ დემბელე
გაძევება: 79′ პლანო ( ,,ვალიადოლიდი”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.