საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის თბილისის ,,დინამოს” ფეხბურთელებმა გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
,,დინამოს” ფეხბურთელები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ და დიდი მწერლის ცხედარი გვირგვინით შეამკეს.
გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას უკანასკელ გზაზე 6 აპრილს, წააბრძანებენ.
ხელისუფლებას დოჩანაშვილის მთაწმინდის პანთეონში დასაფლავება სურდა, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, მისი ანდერძის შესაბამისად დიდ მწერალს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.