• კვი. აპრ 11th, 2021

,,ისინი უბრალოდ, ფეხბურთელებს ხოცავენ” – ხოსეპ გვარდიოლა უეფას აკრიტიკებს

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ,,BBC”-სთან ინტერვიუში ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია, უეფა მკაცრად გააკრიტიკა.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის აზრით, გუნდების კალენდარი ძალიან გადატვირთულია.

ხოსეპ გვარდიოლა: ,,უეფა უბრალოდ ხოცავს ფეხბურთელებს. გუნდების კალენდარი ძალიან გადატვირთულია.

მაგალითად, ჩვენ სეზონის დაწყებიდან ერთი კვირაც კი არ გვქონია დასვენების შესაძლებლობა.

უეფამ უნდა გაიაზროს, რომ ფეხბურთელები ადამიანები არიან და არა მანქანები.
სეზონში 60-70 მატჩის შეუსვენებლად, ჩატარება ადამიანურ რესურს აღემატება.
ამ ყველაფრის გამო, მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ჯანმრთელობა არ დაიზიანონ“, – აცხადებს „სიტის“ მთავარი მწვრთნელი.

გვარდიოლამ ,,BBC”-სთან
,,დორტმუნდთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ 1/4 ფინალურ მატჩზეც ისაუბრა.

ხოსეპ გვარდიოლა:
,,ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იოლი მოწინააღმდეგე არ არსებობს.
,,დორტმუნდთან” მძიმე ორრაუნდიანი ორთაბრძოლა გველოდება. გერმანული კლუბი ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ისინი ყველა შეხვედრაში თავდადებით იბრძვიან.
ცალკე თემაა ერლინგ ჰალანდი. ნორვეგიელი ნამდვილი ტალანტია. მასთან თამაში მარტივი არ იქნება.
ჩვენი მიზანია, ჩემპიონთა ლიგის მოგება და თითოეულ შეხვედრას ფინალის მსგავსად, უნდა მივუდგეთ”- აცხადებს ხოსეპ გვარდიოლა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩი ,,მანჩესტერ სიტისა” და ,,დორტმუნდს” შორის 6 აპრილს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.