• კვი. აპრ 11th, 2021

,,მანჩესტერ იუნაიტედმა” თანაქალაქელ ,,სიტისთან” ჩამორჩენა შეამცირა

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ,ანჩესტერ იუნაიტედმა” დაძაბულ ბრძოლაში ,,ბრაიტონს” 2:1 სძლია.

,,ოლდ ტრაფორდზე” გამართულ შეხვედრაში ,,წითელმა ეშმაკებმა” პირველი ტაიმი დათმეს.

,,ბრაიტონის” ფეხბურთელმა დანი უელბეკმა მე-13 წუთზე გოლი თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.

62-ე წუთზე მანჩესტერელებმა წონასწორობა აღადგინეს.
პორტუგალიელ ბრუნო ფერნანდეშის პასით მეტოქის კარი მარკუს რაშფორდმა დალაშქრა.

შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ,,იუნაიტედს” გამარჯვება მეისონ გრინვუდმა მოუტანა. მას საგოლე პასი ფრანგმა პოლ პოგბამ გაუკეთა.

,,მანჩესტერ იუნაიტედს” 60 ქულა გააჩნია და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.
ოლე გუნარ სოლსკიაერის ბიჭები ლიდერ ,,მანჩესტერ სიტის” 14 ქულით ჩამორჩებიან.

,,საუთჰემპტონი” 3:2 ,,ბარნლი”
12′ ვუდი (1-0), 28′ ვიდრა (2-0), 31′ ამსტრონგი (1-2), 42′ ინგსი (2-2), 66′ რედმონდი (3-2)

,,ნიუკასლი” 2:2 ,,ტოტენჰემი”
28′ ჯოელინტონი (1-0), 30′ 34′ კეინი (1-1, 1-2), 85′ უილოკი (2-2)

,,ასტონ ვილა” : ,,ფულემი”
61′ მიტროვიჩი (0-1)

,,მანჩესტერ იუნაიტედი” 2:1 ,,ბრაიტონი”
13′ უელბეკი (0-1), 62′ რაშფორდი (1-1), 83′ გრინვუდი (2-1)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.