• კვი. აპრ 11th, 2021

ლა ლიგის ლიდერი ,,ატლეტიკო” ანდალუსიაში დამარცხდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის ,,ატლეტიკო” ,,სევილიასთან” მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

,,სანჩეს პისხუანის” სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ,,სევილიამ” არგენტინელი ფეხბურთელის მარკოს აკუნიას 70-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

ანდალუსიელებს გოლის გატანა პირველ ტაიმშიც შეეძლოთ.
მასპინძლების სასარგებლოდ მე-8 წუთზე დანიშნული პენალტი არგენტინელმა ლუკას ოკამპოსმა ვერ გამოიყენა.

ლა ლიგაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

ამ დროისთვის მადრიდის ,,ატლეტიკო” 66 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს.
მე-2 ადგილზე 63 ქულით მადრიდის ,,რეალი” გახლავთ.
,,სამეფო კლუბს” ერთი ქულით ,,ბარსელონა” ჩამორჩება.
,,სევილია” კი 58 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

,,სევილია” 1:0 ,,ატლეტიკო”
70′ აკუნია
გამოუყენებელი პენალტი: 8′ ოკამპოსი (,სევილია”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.