• შაბ. აპრ 17th, 2021

ალექსანდრე იაშვილმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

ჩაკვეტაძის შესახებ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „სპორტი იმედზე“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა.

„გიორგის გუშინ ველაპარაკე. სამწუხაროდ, მან მცირე ტრავმა მიიღო. რამდენი ხანი გამოტოვებს, ჯერ არ იცის, დღეს უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო შემოწმება და ბოლომდე ზუსტად ეცოდინება“, – განაცხადა იაშვილმა,

2019 წლიდან მოყოლებული, ერთერთი უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას რამდენიმეჯერ შეეცადა, მაგრამ ყოველ ჯერზე ახალ ტრავმას იღებდა და ფაქტობრივად, ეს პერიოდი გაუცდა. ბოლო ოფიციალური მატჩი 2020 წლის 8 ოქტომბერს ჩაატარა და დაშავდა. ამის გამო საქართველოს ნაკრებს ვერც ნოემბრის მატჩებში და ვერც მარტის სამ შეხვედრაში დაეხმარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.