• ოთხ. აპრ 14th, 2021

ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია, დიაგნოზი ჯერ უცნობია

გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია, მაგრამ ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია, – ინფორმაციას ბელგიური გამოცემა voetbalnieuws ავრცელებს.

„იქნება კი როდესმე გიორგი ჩაკვეტაძე კარგად? 21 წლის ფეხბურთელი, ერთადერთი ქართველებიდან, ვინც „გენტში“ გამორჩეულად ნიჭიერად მიიჩნეოდა და როგორც ჩანდა, ამ მოლოდინებს ამართლებდა – სანამ ტრავმების სერიამ არ გვაიძულა დავფიქრებულიყავით. ბოლოს ისე ჩანდა, რომ ჩაკვეტაძე, ბოლოსდაბოლოს, ბრუნდებოდა, რადგან სანაკრებო შესვენების დროს მან „გენტის“ ამხანაგურ მატჩებში საკმაოდ დიდი სათამაშო დრო მიიღო. თუმცა, „სტანდარტთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე, „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰაინ ვანჰეზებრუკმა შემაშფოთებელი ინფორმაცია გაავრცელა ქართველის შესახებ, რომლის ტრანსფერიც ერთი წლის წინ, ცხრა მილიონ ევროდ შეფასდა, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად მუხლის პრობლემა აწუხებდა“, – წერს გამოცემა.

voetbalnieuws „გენტის” მთავარი მწვრთნელის, ჰაინ ვანჰეზებრუკის კომენტარს აქვეყნებს: „ჩაკვეტაძეს ბოლო მომენტში ვარჯიშიდან გასვლა მოუხდა და მხოლოდ გუშინ შეძლო გუნდში დაბრუნება. ასე რომ, ჯერ უცნობია, როდის ითამაშებს“.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.