• კვი. აპრ 11th, 2021

საქონლის საძოვრად ქცეული ზუგდიდის ცენტრალური სტადიონი რეაბილიტირებას საჭიროებს

ასე გამოიყურება ზუგდიდის სტადიონი დღესდღეობით.

marca.ge – ს  ფბ. მომხმარებელი წუხელ გვიან ღამით დაუკავშირდა, რომელიც შეძრწუნებული იყო, ვინაიდან მისი თქმით სტადიონი ძროხების საძოვრად იქცა. მან ფოტოც მოგვაწოდა.

ინფორმაცია გადამოწმდა ადგილობრივებთან, მათ დაადასტურეს რომ ეს რეალურად ზუგდიდის სტადიონია და ის სწორედ ასე გამოიყურება დღეს.

ინფორმაცია სტადიონის შესახებ გადავამოწმეთ სოც. ქსელშიც და სხვა წყაროებითაც .

საინტერესოა თუ რას წერს მამუკა კვარაცხელია  22 მარტის პოსტში, რომელიც ასევე face book მომხმარებელმა მოგვაწოდა.

 

,,ზუგდიდის სტადიონს სერიოზული დელეგაცია კი ვეწვიეთ, მაგრამ ჯერჯერობით ძროხები ბალახობენ და ეს პატიოსანი პოინტერი ეფიცხება მზეს. ახალ არქიტექტორებთან, რეგიონის და ქალაქის ხელმძღვანელობასთან გეგმები დავსახეთ, გადახურვაც მალე დამთავრდება და ვინძლო წლის ბოლოს ზუგდიდურმა კლუბებმა აქ მიიღონ მეტოქეები…სტადიონს კი მე ოთარ გაბელიას სახელს დავარქმევდი, რომელსაც ხვალ 68-ე დაბადების დღე აქვს!!!!!!!” – მამუკა კვარაცხელია.

 

საინტერესოა თუ როდის ექნებათ ზუგდიდელებს ახალი მოწესრიგებული და ევროპული სტანდარტების სტადიონი?! – ამის შესახებ პასუხს ალბათ კომპეტენტური პირები გაგვცემენ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.