• სექტემბერი 16, 2021 4:26 pm

“თქვენც იცით, ვის ვგულისხმობ, მე ამ საქციელებს არ ვამართლებ”, – სოლსკიაერმა პოტენციური ტრანსფერი გამორიცხა და ტევესს წაკბინა

“მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, პოტენციური ტრანსფერი განიხილა.

როგორც იცით, სერხიო აგუერო „მან.სიტის“ სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და პრესამ არგენტინელი „მან.იუნაიტედს“ უმალვე დაუკავშირა.

„კონკურენტ კლუბს რომ დავეპატიჟებინე და იქ გადავსულიყავი, რა მოუვიდოდა ჩემს ერთგულებას? ღა თქმა უნდა, ერთგულება – არის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ამიტომ, არ ველოდები, რომ ფეხბურთელი, რომელმაც ერთ კლუბში 10 წელი გაატარა, მეზობელ გუნდში მოისურვებს გადმოსვლას.

დიახ, ყველანი პროფესიონალები ვართ, მაგრამ როდესაც შენ „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობ, შემდეგ „სიტიში“ აღარ მიდიხარ. დიახ, ასეთი მაგალითებიც ყოფილა, მაგრამ მე მსგავს საქციელებს არ ვამართლებ.

 

არ მინდა სახელების დასახელება, მაგრამ ჩვენ თავადაც იცით, ვისზე ვლაპარაკობ. საკმარისია.“ – აღნიშნა სოლსკიაერმა.

 

ერთ-ერთი ბოლო ყველაზე ცნობილი მოთამაშე, რომელიც „იუნაიტედის“ შემდეგ „სიტიში“ გადავიდა სათამაშოდ – არგენტინელი კარლოს ტევესი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.