• კვი. აპრ 11th, 2021

,,რეალ სოსიედადმა” ესპანეთის თასი მოიპოვა

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს ბასკური გუნდები ბილბაოს ,,ატლეტიკი” და ,,რეალ სოსიედადი” დაუპირისპირდნენ.

ბასკური დერბი დრამატული გამოდგა.

შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

,,სოსოედადის” ლიდერმა მიკელ აიარსაბალმა 63-ე წუთზე პენალტი გამოიყენა.

,,რეალ სოსიედადმა” ესპანეთის თასი ისტორიაში მესამედ აღმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.