• ოთხ. აპრ 14th, 2021

,,მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტიმ” გამარჯვება იზეიმა.

ხოსეპ გვარდიოლას ბიჭებმა სტუმრად, ,,ლესტერი” 2:0 დაამარცხეს.

,,კინგ პაუერ სტედიუმზე” გამართულ მატჩში ,,მელიების” კარი ფრანგმა ბენჟამინ მენდიმ და ბრაზილიელმა გაბრიელ ჟესუსმა დალაშქრეს.

,,მანჩესტერ სიტიმ” ამ გამარჯვებით 74 ქულა დააგროვა და თანაქალაქელ
,,იუნაიტედს” 17 ქულით გაუსწრო.

,,მანჩესტერ იუნაიტედი” 30-ე ტურის შეხვედრას დღეს, შინ, ,,ბრაიტონთან” ჩაატარებს.

,,ლესტერი” 0:2 ,,მანჩესტერ სიტი”
58′ მენდი (0-2), 74′ გაბრიელ ჟესუსი (0-2)

,,ჩელსი” 2:5 ,,ვესტ ბრომვიჩი”
27′ პულისიჩი (1-0), 45+2′ 45+4′ მატეუს ფერეირა (1-1, 1-2), 63′ რობინსონი (1-3), 68′ დიანე (1-4), 71′ მოუნტი (2-4), 90+1′ რობინსონი (2-5)
გაძევება: 29′ ტიაგო სილვა (,,ჩელსი”)

,,ლიდსი” 2:1 ,,შეფილდ იუნაიტედი”
12′ ჰარისონი (1-0), 45+2′ ოზბორნი (1-1) 49′ იაგიელკა ა.გ. (2-1)

,,არსენალი” 0:3 ,,ლივერპული”
64′ ჟოტა (0-1), 68′ სალაჰი (0-2), 82′ ჟოტა (0-3)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.