• ოთხ. აპრ 14th, 2021

სენსაციებით დახუნძლული სერია A – ,,მილანმა” და ,,იუვენტუსმა” ქულები დაკარგეს

იტალიის სერია A-ს 39-ე ტურის შეხვედრაში რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა.

,,მილანმა” შინ, ,,სანსიროს” სტადიონზე
,,სამპდორიასთან” ვერაფერი გააწყო.
მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ტურინულ დერბიში ,,ტორინოსა” და ,,იუვენტუსს” შორის საბრძოლო ფრე დაფიქსირდა.
პრინციპული მეტოქეების ორთაბრძოლა 2:2 დასრულდა.

სერია A-ში ,,მილანს” 60 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა, ,,იუვენტუსი” კი 55 ქულით მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა.

,,მილანი” 1:1 ,,სამპდორია”
57′ კვალიარელა (0-1), 84′ ჰოუგი (1-1)
გაძევება: 59′ ადრიან სილვა (,სამპდორია”)

,,ატალანტა” 3:2 ,,უდინეზე”
19′ 43′ მირიელი (1-0, 2-0) 45′ პერეირა (2-1), 61′ ზაპატა (3-1), 71′ სტრიგერ ლარსენი (3-2)

,,ბენევენტო” 2:2 ,,პარმა”
23′ გლიკი (1-0), 55′ კურტიჩი (1-1), 67′ იანიტა (2-1), 88′ მანი (2-2)

,,კალიარი” 0:2 ,,ვერონა”
54′ ბარაკი (9-1), 90+9′ ლასანა (2-0)

,,ჯენოა” 1:1 ,,ფიორენტინა”
13′ დესტრო (1-0), 23′ ვლაოვიჩი (1-1)
გაძევება: 52′ რიბერი (,,ფიორენტინა”)

,,ლაციო” 2:1 ,,სპეცია”
56′ ლაძარი (1-0), 73′ ვერდე (1-1), 88′ კაისედო პენ. (2-1)
გაძევება: 90+6′ ლაძარი, 90+8′ კორეა (ორივე ,,ლაციო”)

,,ნაპოლი” 4:3 ,,კროტონე”
19′ ინსინიე (1-0), 22′ ოსიმჰენი (2-0), 25′ სიმი (2-1), 34′ მერტენსი (3-1), 48′ სიმი (3-2), 59′ მესიასი (3-3), 72′ დი ლორენცო (4-3)

,,სასუოლო” 2:2 ,,რომა”
26′ პელეგრინი (0-1), 57′ ტრაორე (1-1), 69′ პერესი (1-2), 85′ რასპადორი (2-2)

,,ტორინო” 2:2 ,,იუვენტუსი”
13′ კიეზა (0-1), 27′ 46′ სანაბრია (1-1, 2-1), 81′ რონალდუ (2-2)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.