• სექტემბერი 19, 2021 6:03 pm

9-მატჩიანი წაუგებელი სერია – ,,სამეფო კლუბმა” ,,ეიბარი” დაამარცხა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” მორიგი გამარჯვება იზეიმა.

,,ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე გამართულ მატჩში ,,სამეფო კლუბმა” ,,ეიბარი” 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე მარკო ასენსიომ გახსნა. მას საგოლე პასი ბრაზილიელმა კაზემირომ გაუკეთა.

მეორე ნახევარში დედაქალაქელებმა მეტოქის კარი მეორედ აიღეს.
ბრაზილიელი შემტევის ჟუნიორ ვინისიუსის გადაცემით ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ იხეირა.

ამ გამარჯვებით ,,რეალმა” 63 ქულა დააგროვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადავიდა.
ზინედინ ზიდანის გუნდი ლიდერ ,,ატლეტიკოს” 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მტერ-მეტოქე
,,ბარსელონას” 1 ქულით უსწრებს.

,,სამეფო კლუბს” ესპანეთის ჩემპიონატში მიჯრით 9 მატჩია არ წაუგია.

,,რეალი” 2:0 ,,ეიბერი”
41′ ასენსიო (1-0), 73′ ბენზემა (2-0)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.