• შაბ. აპრ 17th, 2021

თბილისის ,,დინამო” ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა

,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას” 6 ტურის შემდეგ სათავეში თბილისის ,,დინამო” ჩაუდგა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ლიდერი გორის ,,დილა” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების მომტანი გოლი მე-13 წუთზე ლუკა გაგნიძემ გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის ,,დინამოს” 13 ქულა დაუგროვდა და მე-2 ადგილზე მყოფ ბათუმის ,,დინამოს” 1 ქულით გაუსწრო.

აჭარლებმა თბილისის
,,ლოკომოტივთან” ქულები გაიყვეს.
მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

უგოლოდ დასრულდა კიდევ ერთი შეხვედრა.
თბილისის ,,საბურთალო” ,,მიხეილ მესხზე” ,,თელავს” დაუზავდა.

,,დინამო” (თბილისი) 1:0 ,,დილა”
13′ გაგნიძე

,,დინამო”‘: კვასხვაძე, ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი, სპორკსლეიდი, მექვაბიშვილი (46′ ქარდავა), გაგნიძე, კობოური (67′ ხარაბაძე),
რადინი (85′ კუცია), მარუშიჩი (84′ იაშვილი), გაბედავა (63′ ახვლედიანი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

,,დილა”: გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, ეტო, მაისაშვილი, ვანდერსონი, ალეფი, ნონდი, გაგნიძე (73′ მოსიაშვილი), ღუდუშაური, კამარა (66′ ბუღრიძე), კაპანაძე
მთავარი მწვრთნელი: ანდრი დემჩენკო

,,დინამო” (ბათუმი) 1:1 ,,ლოკომოტივი”
6′ მამუჩაშვილი (1-0), 41’ კაშია (1-1)

,,საბურთალო” (თბილისი) 0:0 ,,თელავი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.