• შაბ. აპრ 17th, 2021

მიჯრით მე-6 გამარჯვება – ჩისკო პრემიერლიგას უახლოვდება

ინგლისის ჩემპიონშიფში თბილისის ,,დინამოს” ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ჩისკოს კლუბმა ,,უოტფორდმა” მიჯრით მე-6 გამარჯვება იზეიმა.

ჩისკო მუნიოსის ბიჭებმა ,,შეფილდ იუნაიტედი” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

მატჩის ერთადერთი გოლი საკუთარ კარში ,,შეფილდის” მცველმა ტომ ლიისმა გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,უოტფორდმა” 78 ქულა დააგროვა და მე-2 პოზიცია გაიმყარა. ჩისკოს გუნდმა მე-3 ადგილზე მყოფ ,,სუონსს” 9 ქულით გაუსწრო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.