• შაბ. ივლ 31st, 2021

ეროვნულ ლიგაში ,,სამტრედიამ” პირველი გამარჯვება იზეიმა – ,,ტორპედომ” ისევ ვერ მოიგო

,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” მე-6 ტურის 2 სასტარტო შეხვედრა გაიმართა.

წყალტიბოში, ,,26 მაისის” სტადიონზე
,,სამგურალმა” ,,სამტრედიასთან” მინიმალური სხვაობით 0:1 წააგო.

მატჩის ერთადერთი გოლი 71-ე მათე კვირკვიამ გაიტანა.

,,სამტრედიამ” მიმდინარე გათამაშებაში პირველი დაპირისპირება მოიგო და 3 ქულით ,,სამგურალთან” ერთად IX-X ადგილებს იყოფს.

ქუთაისის ,,რამაზ შენგელიას” სტადიიონზე ადგილობრივი
,,ტორპედო” ქობულეთის ,,შუქურას” დაუზავდა.

რიონისპირელებმა ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 ფრე დააფიქსირეს და სატურნირი ცხრილში 4 ქულით მე-8 ადგილზე არიან.
,,შუქურას” კი 8 ქულა გააჩნია და მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

,,სამგურალი”
(წყალტუბო) 0:1 ,,სამტრედია”
71′ კვირკვია

,,ტორპედო” (ქუთაისი) 0:0 ,,შუქურა” (ქობულეთი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.