• ოთხ. აპრ 14th, 2021

ეროვნული ლიგა იმერული დერბით განახლდება

დღეს, ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” მე-6 ტურის ორი მატჩი შედგება.

წყალტუბოში, ,,26 მაისის” არენაზე იმერული დერბი გაიმართება.

ერთმანეთს ტურნირის აუტსაიდერები
,,სამგურალი” და ,,სამტრედია” დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მოგების გარეშეა და პირველ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

იმერული გუნდების დაპირისპირება 15:00 საათზე დაიწყება.

ქუთაისში, ,,რამაზ შენგელიას” სტადიონზე ადგილობრივი,
,,ტორპედო” ქობულეთის ,,შუქურას” შეხვდება და მიმდინარე პირველობაზე პირველი შეხვედრის მოგებას ეცდება.
მატჩი სტარტს 17:00 საათზე აიღებს.

VI ტური
2 აპრილი
,,სამგურალი”
(წყალტუბო) : ,,სამტრედია”
დასაწყისი: 15:00 სთ

,,ტორპედო” (ქუთაისი) : ,,შუქურა” (შუქურა)
დასაწყისი: 17:00 სთ

3 აპრილი
,,დინამო” (ბათუმი) :  ,,ლოკომოტივი”
(თბილისი)
დასაწყისი: 14:00 სთ

,,საბურთალო”
(თბილისი) : ,,თელავი”
დასაწყისი: 15:45 სთ

,,დინამო” (თბილისი) : ,,დილა” (გორი)
დასაწყისი: 17:30 სთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.