• შაბ. ივლ 31st, 2021

 1 დღით დავანებოთ თავი პოლიტიკას და გავიხსენოთ, რომ კახი კალაძე არის მილანის და ფეხბურთის ლეგენდა!

1 დღით დავანებოთ თავი პოლიტიკას და გავიხსენოთ, რომ კახი კალაძე არის მილანის და ფეხბურთის ლეგენდა! ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 2 ტიტული მოიგო და ბევრ გუნდზე უფრო ტიტულოვანია. ფეხბურთელი, რომელიც გამხდარა სერია ა-ს საუკეთესო ცენტრალური მცველი მალდინის და კანავაროს ეპოქაში. ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბს არაერთხელ უკაპიტნა. ფეხბურთელი, რომლის გვარიც მილანის დიდების დარბაზში, ფრაკნო ბარეზის, ჯენარო გატუზოსა და პაოლო მალდინის გვერდით, ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. დავივიწყოთ 1 დღით პოლიტიკა და დავფიქრდეთ, რომ იგი ქართველია და როგორც ფეხბურთელი, ის არის ლეგენდა და უბრალოდ დიადი მოთამაშე!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.