• ოთხ. აპრ 14th, 2021

დაისჯებიან თუ არა დიბალა, არტური და მაკენი?

იუვენტუსმა შესაძლებელია მკაცრი ზომები მიიღოს იმ ფეხბურთელთა მიმართ, რომლებმაც ანტიკორონავირუსული წესდება დაარღვიეს.

შეგახსენებთ ნახევარმცველი უისტონ მაკენი და არტური, ასევე თავდამსხმელი პაულო დიბალა ესწრებოდნენ 20 კაციან წვეულებას ამერიკელი მასპინძლის ვილაში.

“La stampa” წერს, რომ იუვენტუსის ხელმძღვანელობა აღშფოთებულია ამ ფაქტის გამო. შესაძლებელია ფეხბურთელები ჩამოაშორონ გუნდურ სამუშაოს. ასეთ შემთხვევაში ისინი გამოეთიშებიან მატჩს ტორინოსთან, რომელიც 3 აპრილს არის ჩანიშნული.

არტური ამ შეხვედრას ტრამვის გამო ისედაც გამოტოვებდა. პაოლო დიბალა კი პირველად უნდა დაუბრუნდეს სტადიონს  2 თვიანი მკურნალობის შემდეგ.

ამასთანავე იუვენტუსი აჯარიმებს ფეხბურთელებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს 400 ევრო ანტიკორონავირუსული წესების დარღვევისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.