• შაბ. აპრ 17th, 2021

სერხიო რამოსი საკუთარ ტრამვაზე საუბრობს

რეალის მცველი სერხიო რამოსი საკუთარ ინსტაგრამზე ტრამვის შესახებ საუბრობს: “სიმართლე გითხრათ, მძიმე კვირები გამოვიარე, მაგრამ ახლა რამდენიმე დღეა თავს შედარებით კარგად ვგრძნობ. თუმცა როგორც ფეხბურთში, ასევე ცხოვრებაშიც უიღბლობა საკუთარ როლს თამაშობს. თამაშის შემდეგ სტადიონზე დავრჩი, ცოტახანში ტკივილი ვიგრძენი მარცხენა მხარეს, ჩავაბარე ანალიზები და დადასტურდა კუნთნის ტრამვა. ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ ვერ შევძლებ ჩემს გუნდს დავეხმარო ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სეზონის შეხვედრებზე, ასევე გული მწყდება, რომ არ შემიძლია სათანადოდ გიპასუხოთ იმ დიდ სიყვარულზე და ენერგიაზე, რასაც თქვენგან ვიღებ. რაც შემიძლია არის მხოლოდ ის რომ ვისაუბრო გულწრფელად, თავდაუზოგავად ვივარჯიშო და მხარი დავუჭირო გუნდს მთელი გულით.”

რეალის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა სერხიო რამოსის ტრამვის შესახებ. ის ვერ შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალურ მატჩში 6 და 14 აპრილს ლივერპულთან და ასევე 10 აპრილს ბარსლონას წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში.

მიმდინარე სეზონში რამოსმა 20 შეხვედრა ჩაატარა რეალთან ერთად, გაიტანა 4 გოლი და ასევე შეასრულა 1 შედეგია ი გადაცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.