• ოთხ. აპრ 14th, 2021

ერლინგ ჰალანდის აგენტი ,,ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს 

დორტმუნდის ,,ბორუსიასა” და ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელი ერლინგ ჰალანდის აგენტი მინო რაიოლა ბარსელონაში იმყოფება და ამ ქალაქის მთავარი გუნდის ხელმძღვანელობასთან თავისი კლიენტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. – ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ,,ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს.

რონანოს ინფორმაციით, რაიოლა ესპანეთში გამგზავრებამდე
,,დორტმუნდის” ხელმძღვანელობას დაელაპარაკა და სავარაუდოდ, გაიგო თუ რამდენი თანხის საფასურად შეელევა გერმანული კლუბი ამონავალ ვარსკვლავს.

პოპულარული საიტის
,,transfermarkt.com”-ის
მონაცემებით ამ დროისთვის ერლინგ ჰალანდის სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.

ერლინგ ჰალანდს მიმდინარე სეზონში ,,დორტმუნდში” ჩატარებულ 30 შეხვედრაში, 32 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.