მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე J ჯგუფში ერთი სენსაცია დაფიქსირდა.
გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა დუისბურგში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 წააგო.
გერმანიის კარში ორიდან ერთი გოლი მაკედონიული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ ,,ჯენოას” 37 წლის ფორვარდმა გორან პანდევმა გაიტანა.
ამავე ჯგუფში წარმატებულ სერიას სომხეთი ნაკრები აგრძელებს.
ჩვენმა მეზობლებმა მიჯრით მე-3 შეხვედრა მოიგეს და 9 ქულით ჯგუფის ერთპიროვნულკ ლიდერები არიან.
გერმანია 1:2 ჩრდ. მაკედონია
45+2′ პანდევი (0-1), 63′ გუნდოგანი პენ. (1-1), 85′ ელმასი (1-2)
სომხეთი 3:2 რუმინეთი
56′ სპერციანი (1-0), 62′ 72′ ჩიჩანდაუ (1-1, 1-2), 87′ აროიანი (2-2), 89′ ბარსეგიანი (3-2)
გაძევება: 77′ პუშკაში (რუმინეთი)
ლიხტენშტაინი 1:4 ისლანდია
12′ საევარსონი (0-1), 45+1′ ბიორნასონი (0-2), 77′ პალსონი (0-3), 79′ ფრიკი (1-3), 90+4′ სიგურდსონი პენ. (1-4)
1.სომხეთი 3 3 0 0 6:2 9
2. ჩრდ. მაკ. 3 2 0 1 9:4 6
3. გერმანია 3 2 0 1 5:2 6
4. რუმინეთი 3 1 0 2 5:6 3
5. ისლანდია 3 1 0 2 4:6 3
6. ლიხტენტ. 3 0 0 3 1:10 0