აპრილი 18, 2024

მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ტურნირის მე-3 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად, საბერძნეთთან ქულა მოიპოვა.

სალონიკში გამართული ორთაბრძოლა ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა.

პორველი ტაიმის შუაწელს, ქართველებმა საგოლე მომენტი შექმნეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი სოლო რეიდი შემოგვთავაზა. მისი დარტყმულს მცველები გადაეღობდნენ.

68-ე წუთზე საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ ჯარიმა მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს დაინიშნა.
გიორგი აბურჯანიას დარტყმული ბერძენთა მეკარემ ნახტომში მოიგერია.

76-ე წუთზე ბერძნები დაწინაურდნენ.
ოთარ კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში სწრაფადვე გაათანაბრა.
ხვიჩა კვარაცხელიამ  ბერძენ მცველებს ოსტატურად აუარა გვერდი და მეტოქის კარი ზუსტი დარტყმით დალაშქრა.
ეს ყველაფერი 78-ე წუთზე მოხდა.

86-ე წუთზე ჯაბა კანკავას შესანიშნავი გასროლის შემდეგ საბერძნეთის მეკარემ გუნდი გოლისგან იხსნა.

მსოფლიოს შესარჩევი ტურნირი
III ტური

სალონიკი, სტადიონი „ტუმბა“

საქართველო 1:1 საბერძნეთი
76′ კაკაბაძე ა.გ. (0-1), 78′ კვარაცხელია (1-1)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი; ბაკაკისი (42′ მავრიასი), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანოულისი; ზეკა, ბაკასეტასი (71′ მასურასი), ბუშალაკისი (87′ სიოპისი), ტზოლისი (46′ ლიმნიოსი), პავლიდისი (70′ გიაკუმაკისი), ფორტოუნისი
მთავარი მწვრთნელი: სხიპი

საქართველო: ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე; კანკავა, აბურჯანია (74′ გვილია), კიტეიშვილი (84′ კვეკვესკირი) ლობჟანიძე (84′ ჯიღაური), კვარაცხელია, ზივზივაძე (63′ ქვილითაია)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

მთავარი არბიტრი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).

ჩვენს ჯგუფში
ესპანეთი 3:1 კოსოვო
34′ ოლმო (1-0), 36′ ფერან ტორესი (2-0), 70′ ჰალიმი (2-1), 76′ მორენო (3-1)

განვლილი 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-4 ადგილზე გახლავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *