• სექტემბერი 16, 2021 8:49 pm

ბენზემას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება!

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას სერიოზული სასჯელი ემუქრება.

 

შეგახსენებთ, ფრანგი ფეხბურთელი “ოლიმპიაკოსის” ნახევარმცველ მატიე ვალბუენას ინტიმური ვიდეოჩანაწერით შანტაჟის საქმეში ფიგურირებს.

 

გამოძიების აზრით, ბენზემა 2015 წელს შუამავლის როლში მოქმედებდა და თანაგუნდელს მოუწოდებდა შანტაჟისტებისთვის ფული გადაეხადა, რათა ვიდეო არ გამოექვეყნებინათ.

 

აღნიშნული სკანდალის გამო, ორივე ფეხბურთელი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. კარიმს ეროვნულ გუნდში დღემდე არ იძახებენ და ფრანგებისთვის ტრიუმფალური 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვა.

როგორც L’Equipe იტყობინება, სასამართლო პროცესი ვერსალში მიმდინარე წლის 20-22 ოქტომბერს გაიმართება. თუ ბენზემას დამნაშავედ სცნობენ, მაშინ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 75 ათას ევროიანი ჯარიმა ემუქრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.