• კვი. აპრ 11th, 2021

,,ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა

ინგლისური საფეხბურთო კლუბი ლონდონის ,,ჩელსი” გოგონათა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ითამაშებს.

,,არისტოკრატებმა” გასული წლის ფინალისტს
,,ვოლფსბურგს” განმეორებითი მატჩი 3:0 სძლიეს.

ამ გუნდების პირველი 1/4 ფინალური ბრძოლა ლონდონელებს 2:1 ჰქონდა მოგებული.

ბუქარესტში გამართულ მატჩში ყოფილ გუნდს გოლი ,,ჩელსის” დანიელმა ფეხბურთელმა პერმილა ჰარდერმა გაუტანა. გოლების ავტორები ასევე ავსტრალიელი სამანტა კერი და ინგლისის ნაკრების მოთამაშე ფრანჩესკა კირბი გახდნენ.

,,ვოლფსბურგი”
(გერმანია) 0:3 ,,ჩელსი” (ინგლისი)
27′ ჰარდერი (0-1), 31′ კერი (0-2), 81′ კირბი (0-3)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.