• კვი. აპრ 11th, 2021

ტურნირ ,,მშვიდობის თასის” ბომბარდირი 9 წლის ნიკოლოზ კოპალიანი აფხაზეთიდან

პატარა ბომბარდირი ნიკოლოზ კოპალიანი, 9 წლის საფეხბურთო სკოლა ,,ჩემპიონის” ერთ-ერთი ლიდერია. სწავლობს წყნეთის 137-ე სკოლაში,არის მე-3 კლასის მოსწავლე.

პატარა ბომბარდირი 4 წელია დადის ფეხბურთზე საფეხბურთო სკოლა ,,ჩემპიონი” – ში. მწვრთნელი ზურაბ გაბათაშვილი.

ნიკოლოზი გოლების გატანის რაოდენობის მიხედვით ბომბარდირადაა წოდებული. ,,მშვიდობის თასის ტურნირზე” 6 თამაშიდან გაიტანა 7 გოლი, რის გამოც გადასცეს თასი.

ნიკოლოზი აგრძელებს ვარჯიშს სკოლაში, მისი ოცნებაა გახდეს ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი.

აღსანიშნავია რომ საფეხბურთო სკოლა ,,ჩემპიონში” ნიკოლოზი თამაშობს 2 წლით ასაკით უფროსებში და არის გუნდის ლიდერი.

ტურნირი ჩატარდა 35-ე საფეხბურთო სკოლაში რომელიც მიმდინარეობდა 5 კვირის განმავლობაში.

(marca.ge-ს ინფორმაცია)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.