მარტი 28, 2024
ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავს რუსული მედიაც და მისი გუნდი ,,რუბინი”.
საუბარია ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე წაგებულ მატჩში (1:2)
“რუბინის” საიტი: “ვინმემ დაურეკეთ უკვე ამ ბიჭს”.
“დაიჭირეთ კვარაცხელიას მაღალი კლასის გოლი ესპანეთთან – დაცვის ხვრელით ისარგებლა. გოლი ძალიან კოლორიტულად აღნიშნა – ხვიჩა კრიტიკოსებს უსმენს”, –  sports.ru.

“ხვიჩა ჩვენ თვალწინ ძვირდება. “რუბინის” ლიდერმა გაიბრწყინა. თავისი საბაზრო ღირებულების და დიდი ევროპული კლუბების თვალში ფასის  გაზრდას აგრძელებს. თუ რუსეთის ჩემპიონატში მისი

გმირობები კონტინენტური გრანდებისთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, მუნდიალის შესარჩევი მატჩები ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელისთვის იდეალური ვიტრინაა. კვარას გოლს ევროპის სამგზის ჩემპიონის და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონის კარში მხოლოდ ესპანეთის ტელევიზიით როდი აჩვენებენ!”, – championat.com-ი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *