• ოთხ. აპრ 14th, 2021

რობერტ ლევანდოვსკის ტრავმა სერიოზული გამოდგა

მიუნხენის ,,ბაიერნის” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსიმ ტრავმა მიიღო და გუნდს 4 კვირით ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ბავარიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პოლონელი სუპერვარსკვლავი ეროვნულ ნაკრებში ყოფნის დროს მალტასთან შეხვედრაში დაშავდა
იგი მოედნიდან 62-ე წუთზე გაიყვანეს.

ლევანდოვსკის დიაგნოზი გერმანელმა ექიმებმა დაუსვეს.
თუ მათი ვარაუდი გამართლდა ,,ბაიერნის” გოლეადორი ,,პსჟ”-სთან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ორივე შეხვედრას, ასევე ,,ლაიფციგთან”,
,,უნიონთან”, ,,ვოლსბურგთან”
,,ლევერკუზენთან” და ,,მაინცთან” მატჩებს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკი შესანიშნავად ასპარეზობს.
პოლონელ ფორვარდს ბუნდესლიგაში 35 გოლი აქვს გატანილი და ,,ოქროს ბუცის” მოგების ყველაზე რეალური კანდიდატია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.