ერლინგ ჰაალანდი კარიერას დორტმუნდის ბორუსიაში გააგრძელებს. ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
დორტმუნდმა 19 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტზე ხელი უკვე მოაწერა და გუნდშიც უკვე ოფიციალურად წარადგინა.
ერლინგ ჰაალანდმა გერმანულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, სკანდინავიელი ფეხბურთელი გუნდში 2024 წლის 30 ივნისამდე დარჩება.