• შაბ. ივლ 31st, 2021

რას წერს იტალიური SKY SPORTS-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

იტალიური SKY SPORTS-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო, რომელიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გახლავთ, ხვიჩას შესახებ წერს:
“კვარაცხელიას აღმოჩენა: გამოუთქმელი სახელი, მაგრამ ქართველი ტალანტი დასაფასებელია. ის ქართული ფეხბურთის ახალი იმედია. მისი ღირებულება? დაახლოებით 25 მილიონი ევრო. რუბინთან 2024 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული. ის საქართველოში ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა და საქართველო ოცნებობს, რომ კალაძის შემდეგ ისინი ევროპულ საფეხბურთო ელიტაში კიდევ ერთ ქართველს იხილავენ”. ეს უკვე ძალიან, ძალიან სერიოზული ამბავია! ხვიჩას სახელი ძალიან გავარდა და უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულში რუბინს კვარას თაობაზე ძალიან ბევრი წინადადება ექნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.