საფეხბურთო კლუბმა მილანის ,,ინტერმა” კლუბის ახალი ლოგო ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს და ახალი ლოგოს ფოტოს აქვეყნებს.
„ჩემი სახელი – ჩემი ისტორიაა. მე ვარ „ინტერნაციონალე“ მილანიდან“, – წერია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მილანის ,,ინტერი” მიმდინარე სეზონში ბოლო წლებში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.
ანტონიო კონტეს შეგირდებს სერია A-ში 65 ქულა აქვთ და მე-2 ადგილზე მყოფ ,,მილანს” 6 ქულით უსწრებენ. თან ,,ინტერნაციონალეს” თანაქალაქელებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
,,ინტერს” სკუდეტო ბოლოს 2010 წელს აქვს მოგებული.