• კვი. აპრ 11th, 2021

გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს!  გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!   – დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი  31 წლის გახდა

დღეს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის დაბადებიდან 31 წელი შესრულდა.

1990 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არ გახლდათ ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა საბჭოთა იმპერიის ჩემპიონატიდან გამოყოფა გადაწყვიტეს.

ზუსტად, 31 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ჩატარდა.

სიმბოლურად, ეროვნული პირველობის გახსნით მატჩში ერთმანეთს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისი ,,დინამო”, რომელსაც იმ დროს ,,იბერია” დაერქვა და იმ ქალაქის გუნდი, საიდანაც საქართველოში ფეხბურთი შემოვიდა ფოთის ,,კოლხეთი” დაუპირისპირდნენ.

იმ დღეს ,,ბორის პაიჭაძის” სახელობის სტადიონზე ისტორიაში პირველად საქართველოს ჰიმნი ,,დიდება” აჟღერდა.

მატჩის დაწყებამდე გუნდის კაპიტნებმა ჩვენი ქვეყნის დროშა აღმართეს.

შეხვედრის წინ ტრიბუნებზე შეკრებილ 80000 გულშემატკივარს სიტყვით ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ მიმართა.

“საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ ნანატრი დღის დადგომას, გილოცავთ ეროვნული ჩემპიონატის პირველ დღეს.

ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და იგი ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.

იმპერიული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ გავიმარჯვეთ და მივაღწიეთ საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის გამოყოფას იმპერიული ფედერაციიდან. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”

გამსახურდიას ამ მიმართვის შემდეგ სტადიონზე ქომაგების ოვაციები დიდხანს გაგრძელდა.

სულ მალე კი შეხვედრაც დაიწყო. სიმბოლურად, თამაშში პირველი გოლი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყვეკა მნიშვნელოვანი გოლის ავტორის ვიტალი დარასელიას ვაჟმა ოატარა ვიტალი დარასელიამ შეიტანა.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ მატჩის ერთადერთი გოლი ,,იბერიას” ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა, ერთადერთმა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფეხბურთში გელა კეტაშვილმა  საკუთარ კარში გაიტანა.

ფოთის ,,კოლხეთმა” ისტორიული მატჩი 1:0 მოიგო.

ესეც იმ შეხვედრის ოქმი:

ეროვნული ჩემპიონატი

I ტური
,,ბორის პაიჭაძის” სტადიონი

80 000 მაყურებელი

,,იბერია” (თბილისი) 0:1 ,,კოლხეთი 1913″ (ფოთი )
⚽ გოლი: კეტაშვილი (საკუთარ კარში)

🔵 დინამო: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა (ჯიშკარიანი), რევიშვილი (ჩიქოვანი), გურული, კაჭარავა
🎓 მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი

🔴 კოლხეთი 1913: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია (თიბილაშვილი), მახარაძე (ინიაშევი), ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი (ბაჯელაძე)
🎓 მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე

❎ მსაჯი: ვ. მიმინოშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.