• კვი. აპრ 11th, 2021

ლევან კობიაშვილი: ,,მე მჯერა ჩვენი გუნდის წარმატების!”

ესპანეთთან მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ ტურნირზე გამართული მატჩის შემდეგ ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე კომენტარი საქართცელოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა.

ლევან კობიაშვილი:
,,მე მჯერა ჩვენი გუნდის წარმატების! გუნდის, რომელიც მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გადის და ბოლომდე იხარჯება!
წინ კიდევ ერთი მატჩი გველის საბერძნეთის წინააღმდეგ და მინდა, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო!
წარმატებები ბიჭებს!
#ჩემიქვეყნისთვის
#ჩემიგუნდისთვის” – წერს ლევან კობიაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ესპანეთთან 1:2 წააგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.