• სექტემბერი 16, 2021 9:21 pm

ცოტამ თუ იცის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მშობლიურ ქალაქში 100 ოჯახს დაეხმარა

 

ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ კორონავირუსის პანდემიის დროს მისაბაძი საქციელი ჩაიდინა.

19 წლის კვარაცხელიამ მშობლიურ ქალაქ წალენჯიხაში 100 დაბალშემოსავლიან ოჯახს ფინანსური დახმარება გაუწია.

ხვიჩა დაეხმარა სპეციალური საჭიროებების პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ასაკოვან ადამიანებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

“დახმარება 100 ოჯახს გადაეცა, შენით ვამაყობთ, ხვიჩა”, – დაწერა ყაზანის “რუბინმა” “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.