• შაბ. აპრ 17th, 2021

ვილი სინიოლის ემოციური განცხადება – ვეცდებით მალე დავივიწყოთ ეს წარუმატებლობა

დღეს საქართველო-ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ ვილი სინიოლმა შემდეგი ნაცხადება გააკეთა.

,,შვედეთის მსგავსად, დღესაც საკმაოდ გულდაწყვეტილები ვართ, მე ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, ჩვენ შევეცადეთ გამოგვევლინა საუკეთესო თვისებები, გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც კლუბებში 90 წუთს არ თამაშობენ და შესაძლოა ამან თავისი შედეგი დაატყო თამაშს.
ვფიქრობ კაკაბაძემ კარგი შეხვედრა ჩაატარა, ის იმ ფეხბურთელების სიაშია, ვინც კლუბში რეგულარულად არ თამაშობს. ჩაბრაძემ ბრწყინვალედ ითამაშა შვედეთის წინააღმდეგ და დღესაც კარგად შემოვიდა, მიხარია, რომ ის იღებს მნიშვნელოვან გამოცდილებას.

ჩვენ გვყავს ტრავმირებული კაჭარავა და მიქაუტაძე, ასევე გუჯა ლობჯანიძე, რომელიც ყაზახეთის ჩემპიონატში თამაშობს. ზივზივაძეს და ქვილითაის ჩემი სრული ნდობა აქვს.

საკმაოდ მძიმე კალენდარი შეგვხვდა, 2 დღეში ვეთამაშებით საბერძნეთს, მე ვფიქრობ, რომ განწყობის და მოტივაციის მხრივ საბერძნეთთან პრობლემები არ იქნება, ვეცდებით მალე დავივიწყოთ ეს წარუმატებლობა. ის მოთამაშეები, რომლებსაც ამ შეხვედრებში მცირე დრო ჰქონდათ უფრო მეტს ითამაშებენ საბერძნეთში. ჩვენ არ მივდივართ იქ თავის დასაცავად, ჩვენ ქულების მოსაპოვებლად მივდივართ.

ძალიან კარგია, როდესაც მეტოქე შენს თამაშს კარგად აფასებს, მე ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრაში თამაშის კონტროლის მეტი საშუალება გვექნება, ეს იყო ერთერთი კომპონენტი რაც დღეს დაგვაკლდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.