• ოთხ. აპრ 14th, 2021

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან ბოლო წუთებზე წააგო

მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მე-2 შეხვედრა ჩაატარა.

,,დინამო არენაზე” გამართულ დრამატულ ორთაბრძოლაში ქართველებმა მეისხანე მეტოქის წინააღმდეგ გულიანად იბრძოლეს.

ლუის ენრიკეს ბიჭებმა გამარჯვების გოკი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გაიტანეს.

თავი შორეული დარტყმით შეცვლაზე შესულმა დანი ოლმომ გამოიჩინა.

იქამდე კი საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო.
პირველი ნახევრის ბოლოს ესპანელთა კარი ხვიჩა კვარაცხელიამ დალაშქრა. მას საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილმა გაუკეთა.

56-ე წუთზე ,,ბარსელონას” ფეხბურთელის ჟორდი ალბას პასი გოლი ,,მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა ფერან ტორესმა გაიტანა.

მსოფლიოს შესარჩევი ტურნირი
II ტური

საქართველო 1:2 ესპანეთი
44′ კვარაცხელია (1-0), 56′ ტორესი (1-1), 90+3′ ოლმო (1-2)
გაძევება: 90+4′ შენგელია

საქართელო: ლორია, კაკაბაძე (79′ ჩაბრაძე), დვალი, კაშია, გიორბელიძე, კანკავა, გვილია, ლობჟანიძე (70′ შენგელია), კიტეიშვილი (79′ ბერიძე), კვარაცხელია (79′ კვეკვესკირი), ზივზივაძე (62′ ქვილითაია)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ესპანეთი: სიმონი, პოტო (65′ მარკოს ლორენტე), გარსია, ლორენტე (46′ მარტინესი), ალბა, რუისი (54′ ალკანტარა), ბუსკეტსი (73′ იოარსაბალი), პედრი, ფერან ტორესი, ხილი (46′ ოლმო), მორატა
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე

განვლილი 2 ტურის შემდეგ საქართველო უქულოდ, ბოლო ადგილზეა, ხოლო ესპანეთს კი 4 ქულა გააჩნია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.