• შაბ. ივლ 31st, 2021

TKT გუნდი განცხადებას ავრცელებს საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ

ამ ეტაპზე, საქართველო-ესპანეთის მატჩზე, ყველა თქვენგანის მიერ ბილეთის ყიდვისას შევსებული ინფორმაცია გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში და როგორც გვაცნობეს, მალე მიიღებთ შეტყობინებას საშვის დაშვების შესახებ.

 

მეოთხე დღეა მთელი TKT-ს გუნდი და შესაბამისი სამთავრობო უწყებები, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისათვის, რომ კომენდანტის საათის პირობებში 15 000-მა მომხმარებელმა შეძლოს მატჩზე დასწრება და შემდგომ სახლში დაბრუნება. ამ ეტაპზე, ჩვენი მხრიდან უკლებრივ ყველა შევსებული მონაცემი გადაგზავნილია.

 

გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, იყო ჩვენგან დამოუკიდებელი სირთულეები ბანკებისგან, როდესაც თანხა იჭრებოდა და ჩვენთან ეს ინფორმაცია გვიან მოდიოდა. ასეთ მომხარებელს დროულად ვერ ეგზავნებოდათ შეძენილი ბილეთი რომელზეც თანხა ჰქონდათ ჩამოჭრილი. ჩვენი გუნდი მთელი ღამის განმავლობაში თითოეულ ასეთ შეკვეთას ხელით ამუშავებდა, რის შედეგადაც დღეისთვის ყველა ასეთი ქეისი მოგვარებული და დაკმაყოფილებულია.

 

ბოდიშს გიხდით, თუ ვერ გპასუხობთ ტრადიციულად მყისიერად, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეულ თქვენგანს გავუწიოთ შესაბამისი დახმარება. ასევე ვწუხვართ, რომ დიდი მოთხოვნის გამო, ჩვენი მომხმარებლების ნაწილი დარჩა უბილეთოდ.

 

დღეს სპორტული დღეა !

 

15:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე ჩვენი #ბორჯღალოსნები შეერკინებიან რუმინეთის ნაკრებს, ხოლო 20:00 საათზე საქართველო – ესპანეთის მატჩი შედგება !

 

მთელი გუნდის სახელით, გისურვებთ სასიამოვნო სპორტულ კვირა დღეს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.