• კვი. აპრ 11th, 2021

საქართველო VS ესპანეთის მატჩის დასწრების რეგულაციები. მნიშვნელოვანი ინფორმაცია სინიოლის პრეს-კონფერენციიდან

 

დღეს, საღამოს გადაადგილების საშვის გამოსაყენებლად ყველა გულშემატკივარმა თან უნდა იქონიოს პირადი ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან დაბადების მოწმობა).

გადაადგილების საშვი იმოქმედებს 29 მარტის 01:00 საათამდე. აკრძალულია ბილეთის მფლობელის შეცვლა

ყველა არსებული რეგულაცია ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან

სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი

სტადიონის ტერიტორიაზე შესვლამდე მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი

სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება

სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი რეგულაციების შესაბამისად, არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები, თუმცა სტადიონის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.