მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ტურნირის მე-2 ტურის მატჩში რუსეთის ნაკრებმა სლოვენიას 2:1 სძლია.
სოჭის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” გამართულ შეხვედრაში დუბლი ,,ზენიტის” ფორვარდმა არტიომ ძიუბამ შეასრულა.
რუსეთი 2:1 სლოვენია
26′ 35′ ძიუბა (1-0, 2-0), 36′ ილიჩიჩი (2-1)
რუსეთს ამ გამარჯვების შემდეგ 6 ქულა დაუგროვდა და H ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.
სლოვენია კი 3 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს.