• კვი. აპრ 11th, 2021

“სამწუხაროდ, ჩემი გეგმები შეიცვალა” – გიორგი მიქაუტაძის პოსტი

გიორგი მიქაუტაძემ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მიღებულ ტრავმას ეხმაურება. 20 წლის ფორვარდი, რომლის დებიუტი ეროვნულ გუნდში შვედეთთან მატჩში შედგა, წუხს იმის გამო, რომ ესპანეთთან და საბერძნეთთან გუნდს ვერ დაეხმარება.

 

 

“მოგესალმებით ყველას. სამწუხაროდ, ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის ცუდი ამბავი მაქვს. საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებთან დაკავშირებით ჩემი გეგმები ტრავმის გამო შეიცვალა. აპრილში ვერ ვითამაშებ. თუმცა ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ჩემი დებიუტი შედგა! მადლობა ფედერაციას და მთელ გუნდს. მაგრამ არაფერი დასრულებულა! მალე შევხვდებით ახალი თავგადასავლებისთვის,” – წერს მიქაუტაძე პოსტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.