• სექტემბერი 16, 2021 10:05 pm

გურამ კაშია: ,,ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან შვედეთთან  მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო”

მსოფლიოს შესარჩევი ტურნირზე შვედეთან ჩატარებული მატჩის შემდეგ კომენტარები საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და გუნდის დებიუტანტმა გურამ გიორბელიძემ გააკეთეს.

ნაკრების კაპიტანი მატჩის შედეგით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ საქართველო მინიმუმ ქულას იმსახურებდა.

გურამ გიორბელიძის აზრით, ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა.

გურამ კაშია: ,,პირველ რიგში, მსურს დებიუტანტებს მივულოცო ეროვნულ ნაკრებში გამართული პირველი შეხვედრა. ვთვლი, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს. გუნდში ახალი ენერგიაა და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო, ამისთვის საკმარისი მომენტები გვქონდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რაც მწვრთნელს სურდა და ამ ორ დღეში შევისწავლეთ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ნაჩვენები შედეგით ბედნიერი არ ვარ.”

ეროვნულ ნაკრებში გამართული სადებიუტო მატჩის შესახებ კომენტარი გურამ გიორბელიძემ გააკეთა:

💬 გურამ გიორბელიძე: ,,მოხარული ვარ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. რაც შეეხება თამაშს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ. ვფიქრობ, ცოტათი, რომ გაგვმართლებოდა ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო.

შემდეგ მატჩში ძალიან რთული მეტოქე გვყავს, შევეცდებით, რომ ძალები სწრაფად აღვიგინოთ და წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ.”

საქართველოს ნაკრებმა შვედეთში 0:1 წააგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.