• კვი. აპრ 11th, 2021

ვილი სანიოლი: ,,დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ კარგი მომავალი გვექნება”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ შვედეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

სანიოლი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების თამაშით ამაყობს.
მისი აზრით, გუნდმა  მეორე ტაიმში ის თამაში აჩვენს, რომლის ნახვაც მომავალში  სურს.  ეს იყო გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

ვილი სანიოლი:  ,,ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას, მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ კარგი მომავალი გვექნება.”- აცხადებს ვილი სანიოლი შვედეთთან  მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის სასტარტო მატჩში შვედეთთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.