• შაბ. ივლ 31st, 2021

იბრაჰიმოვიჩი: “ადვილი მატჩი არ ყოფილა”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მეტოქე ძალიან დააფასა.

“ჩვენთვის ადვილი მატჩი არ ყოფილა. საქართველოს ნაკრები ძალიან დავაფასეთ. მეტოქე წნეხში უფრო მეტად რომ მოგვექცია, რაც რამდენჯერმე გავაკეთეთ, უფრო მეტი საგოლე მომენტიც გვექნებოდა. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. სამწუხაროა, რომ ტრიბუნებზე გულშემატკივრები არ იყვნენ. გვჭირდება შვედი ხალხი, რომელიც მოტივაციას აგვიმაღლებს. ამის მიუხედავად, უნდა ვითამაშოთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ”, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა საქართველოს ნაკრები კლაესონის გოლით, 1:0 დაამარცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.