• კვი. აპრ 11th, 2021

საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან მინიმალური სხვაობით წააგო

მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის პირველი ტურის მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შვედეთთან სტუმრად, მინიმალური სხვაობით 0:1 წააგო.

ქართველებმა ფავორიტად მიჩნეულ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლეს და რამდენიმე მწვავე იერიშიც განახორციელეს.

ვინი სანიოლის გუნდს კარის შვედეთის აღება ორჯერ შეეძლოთ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.

შეხვედრა გუნდებმა ცოცხლად დაიწყეს.
საწყისს წუთებში სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქის საჯარიმოში გიორგი ქვილითაია და საბა ლობჟანიძე შეიჭრნენ.
ქვილითაიამ პარტნიორს პასი არ გაუკეთა და შეტევის დაგვირგვინება თავად სცადა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ აიღო.

35-ე წუთზე ეროვნულ გუნდში დაბრუნებულ ვეტერან ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასით გოლი ვიქტორ კლაესონმა გაიტანა.

ტაიმი სკანდინავიელებმა 1:0 მოიგეს.

მეორე ნახევარში, კერძოდ 82-ე წუთზე ქართველებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ.
ბერიძის აქტიურობის შემდეგ შვედეთის კარის მიმართლებით ლევან შენგელიამ დაარტყა.
შვედეთის მეკარემ ბრწინვალე რეაქცია გომოავლინა და ლამაზი ,,სეივით” კარიც გადაარჩინა.

საბოლოოდ, შვედეთმა 1:0 მოიგო და აქტივში 3 ქულის ჩაწერის შემდეგ B ჯგუფის ლიდერი გახდა.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და საბერძნეთს შორის ფრედ 1:1 დამთავრდა.

მსოფლიოს შესარჩევი ტურნირი
I ტური
სოლნა ,,ფრენდს არენა”

შვედეთი 1:0 საქართველო
35′ კლაესონი (1-0)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (84′ კრაფტი), ლინდეროფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუშევსკი, ლარსონი, ოლსონი (69′ ეკდალი, 73′ სვანბერგი), კლეასონი (74′ ფორსბერგი), იბრაჰიმოვიჩი (84′ ქუაისონი), ისაკი
მთავარი მწვრთნელი: იანე ანდერსონი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე კაშია, დვალი, გიორბელიძე,
კანკავა (59′ გვილია), კვეკვესკირი (60′ შენგელია), ლობჟანიძე (78′ ბერიძე), აბურჯანია, კვარაცხელია (46′ კიტეიშვილი), ქვილითაია (87′ მიქაუტაძე).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ჩვენს ჯგუფში
ესპანეთი 1:1 საბერძნეთი
33′ მორატა (1-0), 57′ ბაკასეტასი პენ. (1-1)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.