• შაბ. აპრ 17th, 2021

მანუჩარ მაჩაიძე – ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეული სპორტსმენი

მანუჩარ დომენტის ძე მაჩაიძე დაიბადა 1949 წლის 25 მარტს ამბროლაურში.

ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელინახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“ტაშკენტის „ფახთაქორის“მოსკოვის „სპარტაკის“ქუთაისის „ტორპედოს“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ღირსების ორდენის კავალერი. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ორჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად.

სპორტული ჟურნალისტებისა და ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, საქართველოში, ისევე როგორც, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ სპორტსმენად. მათივე შეფასებით, — თბილისის „დინამოს“ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კაპიტნად მიიჩნევა.

გამოყენებული მასალა – ვიკიპედია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.