• შაბ. ივლ 31st, 2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ,,ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს”

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის სტადიონი მოინახულა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სტადიონზე ბალახის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები წამყვანმა ბრიტანულმა კომპანიამ მოაწყო და უახლოეს  მომავალში არენაზე ეროვნული ლიგის მატჩები ჩატარდება

პრემიერის აზრით, ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ,,დღეს ვიმყოფებოდით ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, სადაც ბალახის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ჰიბრიდული მინდორი მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია “SISPICHES”-მა მოაწყო, რომელსაც ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის ბარსელონას “კამპ ნოუს” და მილანის “სან სიროს” სტადიონები.

ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საფეხბურთო სტადიონი, გარდა სპორტული აქტივობებისა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. მნიშვნელოვანია, რომ სტადიონმა უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩების მასპინძლობის უფლება მოიპოვა, რომელიც 2023 წელს გაიმართება. ასევე, გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.