• კვი. აგვ 1st, 2021

“ლაციოს” ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

რომის “ლაციოს” ახალგაზრდული გუნდის შემტევი ნახევარმცველი დანიელ გუერინი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, გუერინი ორ მეგობართან ერთად რომში მიემგზავრებოდა. ავტომობილი სხვა მანქანას დაეჯახა. ფეხბურთელი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი თანხმლები პირები კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე ავტომობილის მძღოლიც სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მას შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

21 მარტს ანუ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე დანიელ გუერინის 19 წელი შეუსრულდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.